აფეთქება ფონიჭალაში დილით, 08:47 საათზე მოხდა
აფეთქება ფონიჭალაში დილით, 08:47 საათზე მოხდა. მომხდარის მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, არსებობს კორპუსის ნგრევის საშიშროება, აფეთქების შედეგად დაზიანდა საყრდენი კედელი. მოხდა მაცხოვრებლების ევაკუაცია. ისინი სასტუმროებში განთავსდებიან


















