ყოფილი მეუღლის ჩვენების საფუძველზე, უნგრეთის პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი განცხადება შეიტანეს - პეტერ მადიარს მუქარასა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ყოფილი მეუღლის ჩვენების საფუძველზე, უნგრეთის პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი განცხადება შეიტანეს - პეტერ მადიარს მუქარასა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, განცხადებები ეყრდნობა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდით ვარგას ჩვენებას. ვარგა მადიარის ყოფილი მეუღლეა. ჩვენება მან მიმდინარე კვირაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისცა. როგორც მედია აღნიშნავს, განცხადებები შეიტანეს „ფიდესის“ ყოფილმა დეპუტატმა ილონა ეკეშმა და პარტიის ყოფილმა წევრმა იშტვან თენი უმცროსმა
















