საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. 17 კილომეტრი და 700 მეტრი სიგრძის ელექტროფიცირებული ხაზი სოფელ ხამისკურთან არსებული მაგისტრალიდან დაიწყება და პირდაპირ პორტამდე მივა. პროექტით ანაკლიაში ახალი სადგური აშენდება, ხობის სადგური კი განახლდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 205 მილიონი დოლარია და მას მსოფლიო ბანკი ფინანსურად უჭერს მხარს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს. გეგმის მიხედვით, ხაზი 2029 წელს, პორტის ამოქმედებისთვის მზად იქნება
















