პენტაგონმა მხარი დაუჭირა პოლონეთში შეერთებული შტატების მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას
პენტაგონმა მხარი დაუჭირა პოლონეთში შეერთებული შტატების მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას. საბოლოო გადაწყვეტილებას კი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს. ვაშინგტონში, პიტ ჰეგსეტთან მოლაპარაკების შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკელმა კოლეგამ უთხრა, რომ „ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“


















