აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა სამმხრივი მოლაპარაკება განაახლეს
აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა სამმხრივი მოლაპარაკება განაახლეს. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, ამ დისკუსიის დასრულების შემდეგ უკრაინული მხარე ევროპის წარმომადგენლებს შეხვდება. უკრაინული მედიის ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და შავ ზღვაზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას განიხილავენ, პოლიტიკო კი წერს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა ტერიტორიული საკითხია.


















