დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეა
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეა. ბრიგადის 33 წლის იუბილე ვაზიანში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა მიულოცა. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიების პარალელურად, პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.












