მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თურქეთში მოდულური შენობების მწარმოებელ ქარხანას ეწვია
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თურქეთში მოდულური შენობების მწარმოებელ ქარხანას ეწვია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაეცნო მოდულური სკოლების წარმოების პროცესს, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებსა და გამოყენებულ მასალებს. მუნიციპალური განვითარების ფონდი მოდულური კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც ძირითადი სასკოლო შენობების მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეთა შესაბამისი სივრცეებით უზრუნველყოფასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობას შეუწყობს ხელს.












