ტრაგედია კრაკოვში და საქართველოს სამძიმარი
ტრაგედია კრაკოვში და საქართველოს სამძიმარი. პოლონეთში გლოვაა გამოცხადებული. დაღუპულთა ოჯახებსა და პოლონელ ხალხს მძიმე წუთებში სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველომ. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის კრაკოვის კლინიკაში გარდაიცვალა. თავდასხმას ჯამში ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტმა ჯერ საკუთარ სახლში მშობლები და და მოკლა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილით შევარდა და ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.













