ევროკავშირის შეცვლილი პოზიცია - ბრიუსელი მზად არის, შეერთებულ შტატებთან ერთად უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს, რაც აბუ-დაბის შეხვედრის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა.
ევროკავშირის შეცვლილი პოზიცია - ბრიუსელი მზად არის, შეერთებულ შტატებთან ერთად უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს, რაც აბუ-დაბის შეხვედრის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმაც დაადასტურა. ვლადიმერ პუტინთან პირისპირ აუდიენციას არც გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ კრემლის ლიდერი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავა. დიპლომატიური ტონის შერბილების პარალელურად, ბრიტანული გამოცემა „სანი“ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ირკვევა, რომ ბრიტანულმა გემთმშენებელმა კომპანიამ, მოქმედი სანქციების მიუხედავად, მესამე ქვეყნის გავლით რუსეთს სამხედრო აღჭურვილობა მიჰყიდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს ფაქტები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა ორმაგ სტანდარტებს ეფუძნება.













