სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის მამა დააკავეს
სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის მამა დააკავეს. 82 წლის თომას მარკლის, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების, მათ შორის, არასრულწლოვან შიშველ გოგონებთან ერთად გადაღებული ფოტოების ფლობაში ადანაშაულებენ. ის ფლორიდის ქალაქ ტამპაში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკლი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ორ საწყობში ინახავდა, რომლებსაც 2008 წლიდან ქირაობდა. საწყობები სამართალდამცველებმა გასულ კვირას გაჩხრიკეს. ბუკინგემის სასახლესა და მეგან მარკლის წარმომადგენელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ









