19 წლის შემდეგაც, 7 ნოემბრის მოვლენების ავტორი ისევ ამართლებს ძალადობას და დამოუკიდებელი მედიის მიტაცებას
19 წლის შემდეგაც, 7 ნოემბრის მოვლენების ავტორი ისევ ამართლებს ძალადობას და დამოუკიდებელი მედიის მიტაცებას. მსჯავრდებული სააკაშვილი შავით თეთრზე ამტკიცებს, რომ ტელევიზიაში შემოჭრა, თანამშრომლების დაზიანება, აპარატურის დამტვრევა და არხის გათიშვა, კანონიერი ქმედება იყო. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“. გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა. შეიარაღებულმა ნიღბიანმა ძალოვნებმა გარე პერიმეტრის დაკავების შემდეგ, რკინის ჯებირები გადმოკვეთეს „იმედის“ შენობაში შემოიჭრნენ და თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს. მძიმედ დაშავდა არხის რამდენიმე თანამშრომელი. სპეცრაზმელებმა დაარბიეს ტელეკომპანია, დაამტვრიეს აპარატურა და არხის მაუწყებლობა გათიშეს. იმავე დღეს შეიჭრნენ მთაწმინდის პარკში და ყველა იმ კომპანიაში, სადაც ბადრი პატარკაციშვილი აქტივებს ფლობდა









