უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრება რეალისტური არ არის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრება რეალისტური არ არის. როგორც ანიტა ორბანმა აღნიშნა, მკაცრად უჭერენ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას იზიარებენ. უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება გამორიცხა.













