ეკონომიკური ზრდის შედეგები მოქალაქეთა კეთილდღეობაზე უნდა აისახოს
ეკონომიკური ზრდის შედეგები მოქალაქეთა კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. სწორედ ამ პრინციპით ხსნის სახელისუფლებო გუნდი 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განახლებული ვერსია მეორე მოსმენისთვის წარუდგინა. პროექტი პენსიების, ხელფასებისა და სოციალური დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 415 ლარი გახდება, 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 555 ლარამდე გაიზრდება. მოიმატებს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა სოციალური გასაცემლებიც.













