უკან06 ნოემბერი 2026, 11:12
ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით
ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით. მათგან ერთი წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი მიიმალნენ. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ისინი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს
გაზიარება









