პენსიების, ხელფასებისა და სოციალური დაფინანსების ზრდა
პენსიების, ხელფასებისა და სოციალური დაფინანსების ზრდა. მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი,მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 60 ლარით მოიმატებს და 555 ლარს მიაღწევს. გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური გასაცემლებიც. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსება მილიარდ ლარზე მეტით, განათლების კი 450 მილიონი ლარით იზრდება.









