თბილისში საერთაშორისო ფორუმი „საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ იმართება
თბილისში საერთაშორისო ფორუმი „საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ იმართება. თემატური პანელების ფორმატში საქართველოს ნეიტრალიტეტის პერსპექტივას განიხილავენ. მონაწილეების შეფასებით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, საქართველო არა დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების, არამედ მათი თანამშრომლობის სივრცედ ჩამოყალიბდეს. ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები მონაწილეობენ. ფორუმი პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა და ნეიტრალიტეტის სწავლების ცენტრის ორგანიზებით იმართება











