სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია. საქმე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა











