უკან05 ნოემბერი 2026, 14:50
სეზონური გადარეკვისას ფერმერებს პირუტყვის უფასოდ დამუშავება შეუძლიათ
სეზონური გადარეკვისას ფერმერებს პირუტყვის უფასოდ დამუშავება შეუძლიათ. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებს გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში ამუშავებს. წელს უკვე 503 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული. კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ამჟამად 7 ვეტერინარული პუნქტი ფუნქციონირებს
გაზიარება












