კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა, რომელმაც თავისი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა თბილისის კონსერვატორია 1959 წელს დაამთავრა. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში მუსიკალური გაფორმების განყოფილების ხელმძღვანელად. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერები: კახეთო, ქუთაისო, იმერეთის ნიავო, "ღმერთი სიყვარულისა" სამშბობლო, თბილისო სიყვარულო“ და არაერთი. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენოსანი, 2012 წელს მისი ვარსკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა.












