„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსში აღარ არის
„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსში აღარ არის. ოპოზიციური ალიანსის ფოტოდან გაქრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოც. გადაწყვეტილების მიზეზად, ოპოზიციის ნაწილი, სააკაშვილის გუნდის უწესობას ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ალიანსიდან წასვლის შესახებ, დიდი ხნის წინ მიიღეს, თუმცა უახლოეს წარსულში მათი განცხადებები ამ თემაზე განსხვავებული იყო. ვინ წავა და ვინ დარჩება ალიანსში ამას მმართველი გუნდის განცხადებით მნიშვნელობა არ აქვს. მათი თქმით, ალიანსში შემავალი ყველა პარტია კოლექტიური ნაცმოძრაობაა.













