ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს
ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია. ადვოკატის განცხადებით, მოსარჩელე ამ ტელეკომპანიებისგან გავრცელებული ცრუ და მიზანმიმართული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, ლაპარაკია ბერა ივანიშვილის გარკვეულ კრიმინალურ გარჩევებთან კავშირში დადანაშაულებაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.














