,,უმაღლესი და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები საქართველოში”
,,უმაღლესი და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები საქართველოში”. ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც ათასწლეულის, გუდავაძე-პატარკაციშვილისა და თამაზ ბექაიას ფონდების მხარდაჭერით იწყება. ინიციატივა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას. პროექტის მიზანია საქართველოს 11 უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებაში კურსდამთავრებულთა კვლევა და ალუმნებთან თანამშრომლობის მდგრადი სისტემების შექმნა და განვითარება.


















