საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა სექტემბერში
საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა სექტემბერში, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,4% შეადგინა. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებმა.


















