სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით იუსტიციის მინისტრს მიმართა. მანამდე პროკურატურამ, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით , იუსტიციის სამინისტროს მიმართა. პროკურატურა განმარტავს რომ ფეიქრიშვილების საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. უწყებაში აცხადებენ რომ ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილია.











