სოფიაში წარმომადგენლობითი ეკონომიკური ფორუმი დასრულებულია
სოფიაში წარმომადგენლობითი ეკონომიკური ფორუმი დასრულებულია. საქართველოს პოზიციები ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა. ახალი სატრანსპორტო არტერიების ათვისება, სტრატეგიული კავშირები ცენტრალურ აზიასთან და ბრიუსელისგან სამართლიანი მიდგომის მოლოდინი — ასეთი იყო ქვეყნის პირველი დიპლომატის მთავარი აქცენტები. ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკვე გადაწყდა, რომ გავლენიან ეკონომიკურ პლატფორმას სამომავლოდ საქართველოც უმასპინძლებს.











