ევროპარლამენტის ახალი რეგულაციის თანახმად, მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში ავიაკომპანიებს ბილეთის ღირებულების სრულად დაბრუნების ვალდებულება ეკისრებათ
ევროპარლამენტის ახალი რეგულაციის თანახმად, მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში ავიაკომპანიებს ბილეთის ღირებულების სრულად დაბრუნების ვალდებულება ეკისრებათ. ინიციატივას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. წესები ვერცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ფრენებს უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით ახორიცელებენ. ახალი რეგულაცია ასევე აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრების უფლებების დაცვას.












