ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. კიუს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს. წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. ღონისძიებას განათლების მინისტრი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს 6 წლის გახდა.












