საქართველოში კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოში კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის, ტურების დაგეგმვისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.













