ეკონომიკის მინისტრი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე ილაპარაკეს რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსში. პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი და შავი ზღვის ენერგო კაბელი. შეხვედრას ამერიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ესწრებოდა.













