უფასო სამედიცინო აქცია ბორჯომში
უფასო სამედიცინო აქცია ბორჯომში. 300-მდე მოქალაქემ ქვეყნის წამყვანი კლინიკების სპეციალისტებისგან კონსულტაციები მიიღო და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა. მათ მომსახურება 14 მიმართულებით გაეწიათ, მათ შორის კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ოფთალმოლოგიის, ენდოკრინოლოგიის და გინეკოლოგიის. ჩატარდა კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და სხვადასხვა ულტრაბგერითი კვლევაც. აქცია პარლამენტის, ბორჯომის მერიისა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციამ, პარლამენტის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 200 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია უფასო სამედიცინო მომსახურება.







