ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო „ღია ეთერი“
ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო „ღია ეთერი“. როგორ კონტროლდება პროექტების ხარისხი, რა ვადებში შენდება სკოლები და ვინ აგებს პასუხს სამუშაოების გაჭიანურებაზე? ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო უხარისხოდ შესრულებულ პროექტებს არ ჩაიბარებს და ხარისხი ვერც სამუშაოების დაჩქარების ხარჯზე დაითმობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სკოლების მშენებლობაზე, გზების მოწესრიგებასა და რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რევაზ სოხაძის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის ბაზარი ღია უნდა იყოს ყველა კვალიფიციური კომპანიისთვის. მინისტრმა და მისმა მოადგილემ უპასუხებს კითხვებს და ილაპარაკეს პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.







