უკან16 ოქტომბერი 2026, 17:28
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის" გახსნას დაესწრო, რომელიც შტატების ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. საელჩო წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება და ახალი სექტორი რაჭაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს.
გაზიარება






