უკან16 ოქტომბერი 2026, 17:14
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების, პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების, პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ინსტიტუტები იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. პირველმა კანონმდებელმა თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო მეტად ექცევიან პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რაც სამწუხაროა. სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ეუთოს დასკვნა და ევროპის საბჭოს დელეგაციის შეფასებები გაიხსენა.
გაზიარება






