საფრანგეთი უცხოურ ჩარევაზე კანონს ამკაცრებს
საფრანგეთი უცხოურ ჩარევაზე კანონს ამკაცრებს. კანონპროექტის მიხედვით, დეზინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელი სამჯერ იზრდება, პასუხისმგებლობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ფრანგი სენატორების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს მმართველი გუნდი ეხმიანება და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ევროპული ქვეყნების მიერ გარე ჩარევისგან თავის დაცვა ნორმალური პროცესია, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია გამჭვირვალობის კანონის გამო საქართველოს კრიტიკა






















