ზედიზედ მეორედ, ნიკა ეგაძე თრიალეთის თასის გამარჯვებულია
ზედიზედ მეორედ, ნიკა ეგაძე თრიალეთის თასის გამარჯვებულია. ბათუმში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერზე ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ 93.80 ქულით ლიდერობდა, პირველობა არც თავისუფალი პროგრამის შემდეგ დაუთმია და ჩემპიონობა ჯამური 262.65 ქულით მოიპოვა. დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა. ყინულზე თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები და ქალები წარადგენენ. მოკლე პროგრამის შემდეგ სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტი პირველ ადგილზეა, ხოლო ქალთა შეჯიბრებაში ანასტასია გუბანოვა მესამე, ინგა გურგენიძე კი მეხუთე პოზიციას იკავებს. ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე კი ეგაძის ოქროს გარდა კიდევ ერთი მედალია. ასევე ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა რითმულ ცეკვებში გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილმა იზეიმა















