The Guardian: დასავლეთის ქვეყნები კიევიდან საელჩოების გადატანას ლვოვში ან პოლონეთში განიხილავენ
დიპლომატები კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს მიზანმიმართულად დაიწყებს - ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატებთან პირად საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ განიხილება გეგმები, საელჩოების ლვოვსა და პოლონეთის აღმოსავლეთში გადასატანად. ამასთან გარდიანი ამავე დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ საჯარო განცხადებების თანახმად, უცხოელი დიპლომატები კიევში დარჩენას აპირებენ, რადგან დედაქალაქის დატოვება, მოსკოვისთვის პროპაგანდისტული გამარჯვება იქნება და შესაძლოა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ უცხოელმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს















