უკან29 სექტემბერი 2026, 11:20
კახეთში უკვე, 113 000 ტონაზე მეტი ყურაძენია გადამუშავებული
კახეთში უკვე, 113 000 ტონაზე მეტი ყურაძენია გადამუშავებული, რომლის თითქმის 80 პროცენტი, მაღალი კონდიციის და ხარისხიანია. ყურძნის მოსავალი 8 ათას 300-მდე მევენახემ დააბინავა. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს 20-ზე მეტ ადგილზე იბარებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს ექნება საშუალება, ყურძენი დააბინაოს.
გაზიარება









