უკან29 სექტემბერი 2026, 11:17
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 ათას კილოგრამზე მეტი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 ათას კილოგრამზე მეტი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დაამზადეს დოკუმენტები და შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი და შეეცადნენ, დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.
გაზიარება









