ნიდერლანდების სოფელ კესტერენში თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა
ნიდერლანდების სოფელ კესტერენში თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. მსვლელობისას დემონსტრანტებმა ფოიერვერკები და სხვა პიროტექნიკა გამოიყენეს, საგნები ისროლეს პოლიციელების მიმართულებითაც. სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს; დაკავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ოთხი — პიროტექნიკის გამოყენებისთვის.














