პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებულები, სუსის ანტიკორუფციულისააგენტოს თანამშრომლება, ოპერაციის შედეგად, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.














