„ღამის სერენადები“
<p>19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრებით ფესტივალი სამ ქალაქში, შვიდ კონცერტს გამართავს. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს „შემოქმედებითი საქართველო“-ს და თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭრით 20 სექტემბერს დაიხურება.</p>















