სამუშაო შეხვედრები რეგიონებში
ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ქვემო და შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. განიხილეს რეგიონების განვითარების მხრივ შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოწვევების შეფასებასა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის გზებს, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მათზე მორგებული პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების საშუალებებს.














