მარშრუტი საქართველოს გავლით
<p>საქართველო ევროპასთან დამაკავშირებელი მნიშნელოვანი ხიდია. ამას ადასტურებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, ბაქო ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოს გავლით ხედავს. საქართველოს პოტენციალი და რესურსი შეუცვლელი მოცემულობაა, რაც ენერგოუსაფრთხოების პარალელურად, ეკონომიკურ სარგებელსაც ნიშნავს - ასეთია ხელისუფლების პოზიცია.</p>



















