12 აგვისტო - ორი ისტორიით
<p>პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის 12 აგვისტოს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ოკუპანტთან დადებული შეთანხმება საქართველოს ცალსახა ვალდებულებებს აკისრებდა, აგრესორს კი არა. ცალკე განიხილავს პირველი კანონმდებელი ამ შეთანხმების აღსრულებაზე დასავლეთის დამოკიდებულებას და ომის შემდეგ რუსეთთან ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკას.</p>



















