სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი დააკავა
11 300 ლარი, პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სუს-ის უფროსისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის სახელით მანიპულირებდა და პატიმრების ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდა.
















