საქართველოს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და უხამსი კომენტარების გამოყენებისთვის რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს
<p>საქართველოს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და უხამსი კომენტარების გამოყენებისთვის რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. საქმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს რეაგირების საფუძველზე აღიძრა. დაჯარიმებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი განცხადებები სასულიერო პირებისა და სხვა მოქალაქეების მისამართით გამოაქვეყნეს.</p>

















