გამოვლენილი თაღლითური სქემა
<p>საპატრულო პოლიციამ თაღლითური სქემა გაშიფრა. დაკავებულია 2 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში, ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას ახდენდნენ, ზიანის სანაცვლოდ კი მძღოლებსა და სადაზღვევო კომპანიებს დიდი ოდენობით თანხებს სძალავდნენ. საქმე ეხება ათობით დაზარალებულ მოქალაქეს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს.</p>


















