BBC-ის აბსურდი - შეცვლილი რიტორიკა
<p>მძიმე ბრალდებას, რომელსაც ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ავრცელებს, თავად BBC-ის რესპონდენტები აყენებენ ეჭვქვეშ. ერთ-ერთმა უკვე აღიარა, რომ ინტერვიუ საკითხის შესწავლის გარეშე მისცა. არც ის გამორიცხა, ისე არ იყოს, როგორც BBC-ისთან ამტკიცებდა. პარალელურად, მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაც, პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება, შესაძლოა, დანაშაულად კვალიფიცირდეს. საქმე ეხება ბრალდებას, რომ, თითქოს, პროტესტის მონაწილეთა მიმართ საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.</p>


















