უცხოელი სპეციალისტები გელათში
<p>გელათის მონასტრის, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო მისიით, მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი იმყოფება. გელათის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს. პროექტს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს.</p>















