“ერეკლეობა”
<p>„ერეკლეობის“ ტრადიციული დღესასწაული თელავში. ქალაქის მთავარ მოედანზე საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები მოეწყო. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან ერთად დაესწრო. თელავში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარეც.</p>















